---
title: "მუხლი 33. შიდა აუდიტის ფუნქცია — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/33"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. შიდა აუდიტის ფუნქცია — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/33

საპენსიო კომპანია, მზღვეველი და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებული არიან საკუთარი საქმიანობების ფარგლებში არსებული საპენსიო სქემების ზომის, ბუნების, მასშტაბისა და კომპლექსურობის პროპორციულად უზრუნველყონ ეფექტიანი შიდა აუდიტის ფუნქცია. შიდა აუდიტის ფუნქცია უნდა მოიცავდეს შიდა კონტროლის სისტემისა და მართვის სისტემის სხვა ელემენტების სათანადოობისა და ეფექტიანობის შეფასებას, მათ შორის, აუთსორსინგული საქმიანობის შემთხვევაში. შიდა აუდიტის ფუნქცია უნდა იყოს საოპერაციო საქმიანობისგან დამოუკიდებელი და ობიექტური.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/34.md
