---
title: "მუხლი 36. საპენსიო ფონდი — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/36"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "36"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. საპენსიო ფონდი — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/36

1. თითოეულ საპენსიო სქემას შეიძლება ჰქონდეს ერთი ან ერთზე მეტი საპენსიო ფონდი.

2. თითოეული საპენსიო ფონდისთვის უნდა არსებობდეს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომლითაც უნდა განისაზღვროს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა/საინვესტიციო სტრატეგია, მათ შორის, აქტივები (აქტივების კლასები), რომლებშიც განხორციელდება ინვესტირება, და საპენსიო ფონდის რისკების კონტროლისა და მათი მართვის პოლიტიკა და მიდგომები.

3. საპენსიო ფონდის ფარგლებში არსებული საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განახორციელოს მხოლოდ აქტივების მმართველმა კომპანიამ ან მზღვეველმა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/37.md
