---
title: "მუხლი 37. აქტივების მმართველი კომპანიისა და მზღვეველის, როგორც აქტივების მმართველის, საქმიანობა — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/37"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. აქტივების მმართველი კომპანიისა და მზღვეველის, როგორც აქტივების მმართველის, საქმიანობა — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/37

1. ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საპენსიო სქემის საპენსიო ფონდის აქტივების მართვისას აქტივების მმართველი კომპანია და მზღვეველი ასრულებენ შემდეგ ფუნქციებს:
ა) პორტფელის მართვას;
ბ) რისკების მართვას.

2. აქტივების მმართველმა კომპანიამ და მზღვეველმა ამ კანონის შესაბამისად დარეგისტრირებული საპენსიო სქემის საპენსიო ფონდის მართვისას დამატებით შეიძლება შეასრულონ შემდეგი ადმინისტრაციული ფუნქციები:
ა) იურიდიული მომსახურება და საბუღალტრო მომსახურება;
ბ) მონაწილეებსა და ბენეფიციარებთან კომუნიკაცია;
გ) აქტივების შეფასება, მათ შორის, აქტივების წმინდა ღირებულების შეფასება, და საგადასახადო დეკლარირება;
დ) მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი;
ე) პირადი საპენსიო ანგარიშების რეესტრის წარმოება;
ვ) პირადი საპენსიო ანგარიშების გახსნა და დახურვა;
ზ) პენსიების გაცემა;
თ) ჩანაწერების წარმოება და შენახვა.

3. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება აქტივების მმართველ კომპანიაზე, საპენსიო კომპანიასა და მზღვეველზე, აგრეთვე საქართველოში აღიარებულ ან ნებადართულ უცხოურ აქტივების მმართველ კომპანიაზე, საპენსიო ორგანიზაციასა და სადაზღვევო ორგანიზაციაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/38.md
