---
title: "მუხლი 41. პენსიის გაცემა მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/41"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "41"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. პენსიის გაცემა მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/41

1. მონაწილე უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობის შეზღუდვის შემთხვევაში პენსია მიიღოს საპენსიო ასაკის მიღწევამდე ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენება შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირს შეუძლია მხოლოდ იმ საპენსიო სქემებთან მიმართებით, რომელთა მონაწილეც იგი იყო შესაბამისი სტატუსის მინიჭების მომენტისთვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/42.md
