---
title: "მუხლი 43. საპენსიო განაცხადი — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/43"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "43"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. საპენსიო განაცხადი — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/43

საპენსიო განაცხადი, რომლის ფორმას ადგენენ საპენსიო კომპანია, მზღვეველი და აქტივების მმართველი კომპანია, უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:
ა) მონაწილის ან მემკვიდრის/ბენეფიციარის პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, საპენსიო ასაკზე ან პენსიის მიღების უფლების ამ კანონით დადგენილ სხვა საფუძველზე მითითებას;
ბ) იმ კომერციული ბანკის დასახელებასა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, რომლებსაც მონაწილე გამოიყენებს პენსიის მისაღებად;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სამკვიდროს გახსნის დამადასტურებელი დოკუმენტის, ანდერძის ან/და სხვა სახის დოკუმენტის ან/და სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მემკვიდრეთა ვინაობას განსაზღვრავს, თუ მონაწილეს საპენსიო სქემაში გაწევრებისას ბენეფიციარი არ განუსაზღვრავს;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მონაწილის შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს, საჭიროების შემთხვევაში;
ე) მონაწილის მიერ არჩეული პენსიის მიღების ფორმის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/44.md
