---
title: "მუხლი 44. პენსიის გაცემა — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/44"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "44"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. პენსიის გაცემა — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/44

1. აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი ან საპენსიო კომპანია პენსიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მონაწილის მიერ ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. პენსია გაიცემა მონაწილის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, თუ მონაწილემ აირჩია პენსიის მიღება ანუიტეტის ფორმით ან მონაწილის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტები დამატებით შესწავლას საჭიროებს. ვადის გაგრძელების შემთხვევაში აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი და საპენსიო კომპანია ვალდებული არიან ამის შესახებ წინასწარ აცნობონ მონაწილეს ან მემკვიდრეს/ბენეფიციარს.

3. ამ მუხლით დადგენილ ვადაში პენსიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში მონაწილე ან ბენეფიციარი უფლებამოსილია პრეტენზიით მიმართოს აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველს ან საპენსიო კომპანიას მათი შიდა პრეტენზიების განხილვის პროცედურის შესაბამისად, ხოლო ამ პრეტენზიის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში − სამსახურს.
თავი X
საპენსიო აქტივების გადატანა და საპენსიო სქემის შეწყვეტა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/45.md
