---
title: "მუხლი 50. სალიკვიდაციო პროცესის დასრულება და სალიკვიდაციო ანგარიშის წარდგენა — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/50"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "50"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50. სალიკვიდაციო პროცესის დასრულება და სალიკვიდაციო ანგარიშის წარდგენა — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 50 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/50

1. საპენსიო კომპანიის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან და საპენსიო კომპანიის ყველა აქტივის რეალიზებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ლიკვიდატორი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს საბოლოო საბალანსო უწყისი და ლიკვიდაციის პროცესში მის მიერ განხორციელებული ყველა მოქმედების შესახებ ანგარიში.

2. სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო უწყისისა და ანგარიშის წარდგენის შემდეგ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების შესახებ.

3. სამსახური საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იმავე დღეს წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და შესაბამისი რეესტრიდან მისი ამოღების მიზნით.

4. ამ კანონით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა ან/და წესი არ გამორიცხავს მონაწილის რეგრესის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ლიკვიდატორის, საპენსიო კომპანიის, აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის, ფიდუციური ვალდებულების მქონე პირების ან ასეთ პირებთან მჭიდროდ დაკავშირებული ნებისმიერი პირის (პირების) ან ასეთი პირების მაკონტროლებელი პირების მიმართ.
თავი XIII
ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/51.md
