---
title: "მუხლი 55. საპენსიო სქემებთან დაკავშირებული პრეტენზიების გადაწყვეტა — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/55"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "55"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. საპენსიო სქემებთან დაკავშირებული პრეტენზიების გადაწყვეტა — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 55 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/55

1. საპენსიო სქემის წესებით უნდა განისაზღვროს აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის მონაწილეებისა და ბენეფიციარების პრეტენზიების განხილვისა და გადაწყვეტის მექანიზმი.

2. სამსახური ვალდებულია საპენსიო სქემის რეგისტრაციის პროცესში შეამოწმოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მექანიზმი და მისი ეფექტიანობა.

3. მონაწილისა და ბენეფიციარის პრეტენზიების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.

4. თუ მონაწილის ან ბენეფიციარის მიერ აქტივების მმართველი კომპანიისთვის, მზღვეველისთვის ან საპენსიო კომპანიისთვის წარდგენილი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა, მონაწილეს ან ბენეფიციარს უფლება აქვს, მიმართოს სამსახურს, რომელიც წარდგენილ პრეტენზიას განიხილავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

5. სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვისას აქტივების მმართველი კომპანიის მიერ ამ კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სამსახურმა შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, დარღვევის საფუძვლისა და სიმძიმის შესახებ) უნდა მიაწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სათანადო რეაგირების მიზნით.

6. მონაწილე და ბენეფიციარი უფლებამოსილი არიან თავიანთი უფლებების დასაცავად ნებისმიერ დროს მიმართონ სასამართლოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/56.md
