---
title: "მუხლი 56. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის საპენსიო შენატანებისა და საკუთარი საპენსიო შენატანების გადაუხდელობა — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/56"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "56"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის საპენსიო შენატანებისა და საკუთარი საპენსიო შენატანების გადაუხდელობა — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 56 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/56

თუ დამსაქმებელი არ განახორციელებს დასაქმებულის საპენსიო შენატანებს და საკუთარ საპენსიო შენატანებს სათანადო საპენსიო სქემის წესების შესაბამისად, მონაწილე ან ბენეფიციარი უფლებამოსილია დამსაქმებელს მოსთხოვოს:
ა) ვადაგადაცილებული შენატანების მთლიანი თანხის (შესაბამისი პროცენტის ჩათვლით) საპენსიო სქემაში შეტანა;
ბ) სამართლებრივი და სხვა აღსრულების ხარჯების, მათ შორის, გონივრულ ფარგლებში ადვოკატის ჰონორარის, ანაზღაურება;
გ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ნებისმიერი სხვა მოთხოვნის დაკმაყოფილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი XVI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/57.md
