---
title: "მუხლი 57. არსებული საპენსიო სქემების რეგულირება — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/57"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "57"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57. არსებული საპენსიო სქემების რეგულირება — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 57 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/57

2025 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული არასახელმწიფო საპენსიო სქემების დამფუძნებლები ვალდებული არიან 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახური განახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმების პროცედურებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/58.md
