---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი, რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო — სამრეწველო ემისიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/1"
law: "სამრეწველო ემისიების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5845429"
adopted: "2023-06-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი, რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო — სამრეწველო ემისიების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამრეწველო ემისიების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/1

1. ამ კანონის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიების პრევენცია ან, სადაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირება და კონტროლი, ასევე ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია.

2. ეს კანონი განსაზღვრავს დაბინძურების გამომწვევი სამრეწველო საქმიანობის განხორციელებისთვის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის წესს, პირობებს და ამ პირობების შესრულების კონტროლს, ასევე სახელმწიფო ორგანოებისა და ფიზიკური/იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს.

3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის I დანართით გათვალისწინებულ დაბინძურების გამომწვევ სამრეწველო საქმიანობებზე, წვის დანადგარებსა და ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოებზე.

4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება  სამეცნიერო-კვლევით საქმიანობებზე.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/2.md
