---
title: "მუხლი 10. ინციდენტის/ავარიის პრევენცია და მათი შედეგების შერბილება — სამრეწველო ემისიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/10"
law: "სამრეწველო ემისიების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 5845429"
adopted: "2023-06-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ინციდენტის/ავარიის პრევენცია და მათი შედეგების შერბილება — სამრეწველო ემისიების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამრეწველო ემისიების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/10

1. საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი ინციდენტის/ავარიის შემთხვევაში, რომელიც ზემოქმედებას ახდენს გარემოზე, ვალდებულია:
ა) სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტს და მიაწოდოს მას შესაბამისი ინფორმაცია;
ბ) დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები ინციდენტის/ავარიის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და სხვა შესაძლო ინციდენტის/ავარიის პრევენციისთვის.

2. დეპარტამენტი უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებლისაგან მოითხოვოს სათანადო დამატებითი ზომების მიღება, რომლებიც აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად და შესაძლო ინციდენტის/ავარიის პრევენციისთვის.

3. გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებასთან და შესაბამის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
თავი II
ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/11.md
