---
title: "მუხლი 18. საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება — სამრეწველო ემისიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/18"
law: "სამრეწველო ემისიების შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 5845429"
adopted: "2023-06-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება — სამრეწველო ემისიების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამრეწველო ემისიების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/18

საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტოს უფროსი იღებს, თუ:
ა) საქმიანობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან სასამართლოს/არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას;
ბ) სკოპინგის ანგარიშით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით ან/და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება გარემოზე ზემოქმედების ხასიათისა და მოცულობის მიუღებლობა, გარემოზე ზემოქმედების რისკის პრევენციის ან/და შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობა;
გ) შეთავაზებული ტექნიკა/ტექნოლოგია არ არის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა და საქმიანობის განმახორციელებელმა არ წარმოადგინა ემისიის ზღვრული მნიშვნელობებიდან გადახვევის დასაბუთება, ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/19.md
