---
title: "მუხლი 24. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესრულების მონიტორინგი — სამრეწველო ემისიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/24"
law: "სამრეწველო ემისიების შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 5845429"
adopted: "2023-06-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესრულების მონიტორინგი — სამრეწველო ემისიების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამრეწველო ემისიების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/24

1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია შეასრულოს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობები, რომლის შესრულების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ წარუდგენს სააგენტოს, ამავე ნებართვით დადგენილ ვადაში.

2. ემისიების მონიტორინგის მოთხოვნები (მათ შორის, გაზომვის მეთოდოლოგია, სიხშირე, შეფასების პროცედურა) უნდა ეფუძნებოდეს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. მონიტორინგის პერიოდულობას სააგენტო ადგენს საქმიანობის განმახორციელებლისთვის ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ინდივიდუალურად ან ზოგად სავალდებულო წესებში. მიწისქვეშა წყლების პერიოდული მონიტორინგი უნდა განხორციელდეს სულ მცირე 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო ნიადაგის − სულ მცირე 10 წელიწადში ერთხელ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი მონიტორინგი დაბინძურების რისკის სისტემატურ შეფასებაზეა დაფუძნებული.

4. სააგენტო გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე აქვეყნებს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის:
ა) სააგენტოსთვის წარდგენილ ემისიის მონიტორინგის შედეგებს, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესაბამისად;
ბ) ინფორმაციას საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ზომების შესახებ (საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში).

5. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმებიდან 5 წლის განმავლობაში შეინახოს ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა.

6. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის  პირობების დარღვევაა.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/25.md
