---
title: "მუხლი 28. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შეუსრულებლობა — სამრეწველო ემისიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/28"
law: "სამრეწველო ემისიების შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 5845429"
adopted: "2023-06-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შეუსრულებლობა — სამრეწველო ემისიების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამრეწველო ემისიების შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/28

ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდე.
შენიშვნა:

1. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დეპარტამენტის მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

2. ამ შენიშვნის პირველი პუნქტით დეპარტამენტის მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დეპარტამენტის მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად განმეორებით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/29.md
