---
title: "მუხლი 29. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება — სამრეწველო ემისიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/29"
law: "სამრეწველო ემისიების შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 5845429"
adopted: "2023-06-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება — სამრეწველო ემისიების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამრეწველო ემისიების შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/29

1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება ხორციელდება ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესებით.

2. ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს ამ კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულებისგან არ ათავისუფლებს.

3. ამ კანონის 27-ე და 28-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს დეპარტამენტი.

4. რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ამ კანონის 27-ე და  28-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

5. დამრღვევმა  ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შესაძლებელია გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/30.md
