---
title: "მუხლი 3. სამრეწველო ემისიების პრევენციისა და კონტროლის სფეროებში კომპეტენტური ორგანოები და მათი უფლებამოსილებები — სამრეწველო ემისიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/3"
law: "სამრეწველო ემისიების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 5845429"
adopted: "2023-06-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. სამრეწველო ემისიების პრევენციისა და კონტროლის სფეროებში კომპეტენტური ორგანოები და მათი უფლებამოსილებები — სამრეწველო ემისიების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამრეწველო ემისიების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/3

სამრეწველო ემისიების პრევენციისა და კონტროლის სფეროებში   კომპეტენტური ორგანოები და მათი უფლებამოსილებებია:
ა) სამინისტრო − სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ბ)
სააგენტო − ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა, მისი პირობების შეცვლა, ამ ნებართვის გაუქმება და მასთან დაკავშირებული საკითხები; ამ კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის, აგრეთვე შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა;
გ) (ამოღებულია - 26.06.2025, №792);
დ) დეპარტამენტი − სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/4.md
