---
title: "მუხლი 31. ამ კანონის საფუძველზე გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები — სამრეწველო ემისიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/31"
law: "სამრეწველო ემისიების შესახებ"
article: "31"
identifier: "matsne 5845429"
adopted: "2023-06-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. ამ კანონის საფუძველზე გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები — სამრეწველო ემისიების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამრეწველო ემისიების შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/31

1. საქართველოს მთავრობამ  2025 წლის 1 სექტემბრამდე გამოსცეს დადგენილებები:
ა) „წვის დანადგარების შესახებ“;
ბ) „იმ საქმიანობების შესახებ, რომლებიც იყენებენ ორგანულ გამხსნელებს“;
გ) „ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ“;
დ) „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები“ და უზრუნველყოს მათი პერიოდული განახლება.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს შემდეგი ბრძანებები:
ა) „ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის განაცხადისა და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ფორმების დამტკიცების  შესახებ“;
ბ) „გარემოსდაცვითი რისკების შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“.

3. შესაბამისი დაწესებულებების წარდგინებით საქართველოს მთავრობამ ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ სამართლებრივი აქტების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა და სათანადო სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა.

4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის ამ კანონით დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის, 2026 წლის 1 სექტემბრამდე „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანებასა და სხვა სამართლებრივ აქტებში შეიტანოს სათანადო ცვლილებები.

5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა შესაბამისმა უწყებებმა 2026 წლის 1 იანვრიდან განახორციელონ ამ კანონით მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებლად შესასრულებლად საჭირო სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაქმნელად ან/და მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშვნისთვის შესაბამისი კონკურსების გამოსაცხადებლად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებები. ასევე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს თავისი სტრუქტურული ერთეულის − გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, მათ შორის, დეპარტამენტის თანამშრომლების უკონკურსოდ გადაყვანა მათ მიერ დაკავებული თანამდებობების შესაბამის თანამდებობებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/32.md
