---
title: "მუხლი 4. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის პრინციპები — სამრეწველო ემისიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/4"
law: "სამრეწველო ემისიების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 5845429"
adopted: "2023-06-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის პრინციპები — სამრეწველო ემისიების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამრეწველო ემისიების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/4

1. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია.

2. თუ საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის რომელიმე სტადიის დასრულება, აღნიშნული ლიცენზია/ნებართვა შეიძლება ძალაში შევიდეს ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის შესაბამისი სტადია შეიძლება დასრულდეს მხოლოდ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღების შემდეგ.

3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიით/ნებართვით არ შეიძლება დადგინდეს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის საწინააღმდეგო სალიცენზიო/სანებართვო პირობები. სალიცენზიო/სანებართვო პირობების ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით განსაზღვრულ პირობებს ენიჭება.

4. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა უნდა განხორციელდეს შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) დაბინძურების ყველა სათანადო პრევენციული ღონისძიების გატარება;
ბ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენება;
გ) მნიშვნელოვანი დაბინძურების გამოწვევის თავიდან აცილება;
დ) ნარჩენების მართვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნარჩენების მართვის იერარქიის შესაბამისად;
ე) ენერგიის ეფექტიანად გამოყენება;
ვ) ავარიების შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და სხვა შესაძლო ინციდენტების/ავარიების პრევენციის მიზნით აუცილებელი ზომების მიღება;
ზ) საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, დაბინძურების ნებისმიერი რისკის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელი ზომების მიღება  და საქმიანობის განხორციელების ადგილის აღდგენა, ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/5.md
