---
title: "მუხლი 8. საბაზისო ანგარიში — სამრეწველო ემისიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/8"
law: "სამრეწველო ემისიების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 5845429"
adopted: "2023-06-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. საბაზისო ანგარიში — სამრეწველო ემისიების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამრეწველო ემისიების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/8

1. საბაზისო ანგარიშის წარდგენის ვალდებულება ვრცელდება იმ საქმიანობაზე, რომელიც ითვალისწინებს სახიფათო ნივთიერების გამოყენებას, წარმოებას ან გარემოში გავრცელებას.

2. საბაზისო ანგარიში  უნდა მოიცავდეს:
ა) საქმიანობის განხორციელების ადგილის გამოყენების (ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ასევე მისი წარსულში გამოყენების) შესახებ ინფორმაციას;
ბ) ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებზე ჩატარებული კვლევების შედეგების შესახებ ინფორმაციას, რომელიც ასახავს მათ მდგომარეობას ანგარიშის შედგენის დროს ან/და ინფორმაციას იმ ახალი კვლევების შედეგების თაობაზე, რომლებიც უკავშირდება საქმიანობის განხორციელების შედეგად ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების შესაძლო დაბინძურებას;
გ) GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატებს (shp- ფაილთან ერთად), რომელშიც აღნიშნულია დაბინძურების წყარო/წყაროები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/9.md
