---
title: "მუხლი 9. ზოგადი სავალდებულო წესები — სამრეწველო ემისიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/9"
law: "სამრეწველო ემისიების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 5845429"
adopted: "2023-06-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. ზოგადი სავალდებულო წესები — სამრეწველო ემისიების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამრეწველო ემისიების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/9

1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ზოგადი სავალდებულო წესები ზოგიერთი კატეგორიის დანადგარისთვის, წვის დანადგარისთვის, ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოებისთვის, რაც უზრუნველყოფს ინტეგრირებულ მიდგომას და ცალკეული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების მეშვეობით მიღწევადის ეკვივალენტურ გარემოს დაცვის დონეს.

2. ზოგადი სავალდებულო წესები უნდა ეფუძნებოდეს საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას, კონკრეტული ტექნოლოგიის ან ტექნიკის მითითების გარეშე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებთან შესაბამისობა.

3. ზოგადი სავალდებულო წესები ექვემდებარება განახლებას საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის განვითარების გათვალისწინებისა და ამ კანონის მე-19 მუხლთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5845429-samrewvelo-emisiebis-shesakheb/10.md
