---
title: "მუხლი 18. სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები — წყლის რესურსების მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/18"
law: "წყლის რესურსების მართვის შესახებ"
article: "18"
identifier: "3423-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-30"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები — წყლის რესურსების მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის რესურსების მართვის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/18

ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა არ გაიცემა, თუ:
ა) დარღვეულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები;
ბ) წყალსარგებლობის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს;
გ) ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვებით დაინტერესებულ პირს არ გააჩნია სათანადო მოწყობილობა (ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა, დანადგარი), რომელიც უზრუნველყოფს წყლის დაბინძურების, დანაგვიანების ან მასზე სხვაგვარი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებას;
დ) ნებართვის გაცემა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/19.md
