---
title: "მუხლი 22. მდინარის აუზის/სააუზო უბნის განსაზღვრა — წყლის რესურსების მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/22"
law: "წყლის რესურსების მართვის შესახებ"
article: "22"
identifier: "3423-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-30"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. მდინარის აუზის/სააუზო უბნის განსაზღვრა — წყლის რესურსების მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის რესურსების მართვის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/22

1. მდინარის აუზი/სააუზო უბანი განისაზღვრება „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. მდინარის აუზის/სააუზო უბნის განსაზღვრა ხორციელდება შემდეგი წესების დაცვით:
ა) ნებისმიერი ზედაპირული წყლის ობიექტი, მიწისქვეშა წყალი და სანაპირო წყლები უნდა მიეკუთვნებოდეს მდინარის კონკრეტულ აუზს ან სააუზო უბანს;
ბ) შესაძლებელია მდინარის აუზი, სხვა მდინარის აუზთან ერთად, ერთ სააუზო უბნად განისაზღვროს და ამ მდინარეთა აუზების ძირითადი მდინარეების სახელწოდებებით იწოდებოდეს;
გ) მდინარის აუზის ფარგლებში გავრცელებული მიწისქვეშა წყალი მიეკუთვნება აღნიშნულ აუზს;
დ) თუ მიწისქვეშა წყლის მდებარეობა ზუსტად არ ემთხვევა მდინარის აუზის მდებარეობას, უნდა მოხდეს მისი იდენტიფიცირება და ასოცირება ყველაზე ახლომდებარე ან ყველაზე შესაფერის აუზთან;
ე) სანაპირო წყლების მიკუთვნება ხდება მათთან ყველაზე ახლომდებარე აუზთან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/23.md
