---
title: "მუხლი 23. წყლის რესურსების დაგეგმვისა და მართვის მექანიზმი — წყლის რესურსების მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/23"
law: "წყლის რესურსების მართვის შესახებ"
article: "23"
identifier: "3423-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-30"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. წყლის რესურსების დაგეგმვისა და მართვის მექანიზმი — წყლის რესურსების მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის რესურსების მართვის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/23

1. წყლის რესურსების დაგეგმვისა და მართვის საფუძველს მდინარის აუზის/სააუზო უბნის დონეზე წარმოადგენს მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმა.

2. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმას სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმა მტკიცდება 6 წლის ვადით და მისი განახლება ხდება ყოველ 6 წელიწადში ერთხელ.

4. მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურას ადგენს საქართველოს მთავრობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/24.md
