---
title: "მუხლი 28. წყლის ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ღონისძიებათა პროგრამები — წყლის რესურსების მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/28"
law: "წყლის რესურსების მართვის შესახებ"
article: "28"
identifier: "3423-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-30"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. წყლის ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ღონისძიებათა პროგრამები — წყლის რესურსების მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის რესურსების მართვის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/28

1. წყლის ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ღონისძიებათა პროგრამა მოიცავს:
ა) დაბინძურების თანამიმდევრულ შემცირებას და ზედაპირულ წყლებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვების შეწყვეტის ღონისძიებებს;
ბ) წყლის ობიექტის მიერ მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის ღონისძიებებს;
გ) მაღალი სტატუსის ზედაპირული წყლებისა და მაღალი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე ძლიერ მოდიფიცირებული წყლის ობიექტის ან წყლის ხელოვნური ობიექტის წყლის სტატუსის შენარჩუნების ღონისძიებებს;
დ) მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევის შემთხვევაში, წყლის სტატუსის შენარჩუნების, ხოლო, რიგ შემთხვევებში, მისი მაღალ ეკოლოგიურ სტატუსამდე, შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებებს;
ე) ადამიანის საქმიანობით გამოწვეული მიწისქვეშა წყლის დაბინძურების ზრდის ნებისმიერი მნიშვნელოვანი და მდგრადი ტენდენციის აღკვეთის სპეციალურ ღონისძიებებს;
ვ) მიწისქვეშა წყლის კარგი რაოდენობრივი და ქიმიური სტატუსის შენარჩუნების ღონისძიებებს;
ზ) არსებული წყლის დაცვის მოთხოვნათა განხორციელების ღონისძიებებს;
თ) წყლის ეფექტიანი გამოყენების ღონისძიებებს;
ი) სასმელი წყლის ხარისხის დაცვის ღონისძიებებს;
კ) დაბინძურების წერტილოვანი და დიფუზური წყაროების კონტროლის ღონისძიებებს;
ლ) სხვა ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია მნიშვნელოვანი ზემოქმედების თავიდან აცილებისკენ და აღმოფხვრისკენ.

2. კონკრეტული წყლის ობიექტისთვის რამდენიმე შესაძლო მიზნობრივი მაჩვენებლის არსებობის შემთხვევაში, იგეგმება მათ შორის უპირატესი მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევის ღონისძიებები.
თავი VI
წყლის რესურსების დაცვა და აღდგენა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/29.md
