---
title: "მუხლი 33. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემა — წყლის რესურსების მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/33"
law: "წყლის რესურსების მართვის შესახებ"
article: "33"
identifier: "3423-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-30"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემა — წყლის რესურსების მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის რესურსების მართვის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/33

1. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას ექვემდებარება მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირების წყალსარგებლობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) ამ წყალსარგებლობისას ხორციელდება წყლის ობიექტიდან დღე-ღამეში 1 მ
3
-ზე მეტი მოცულობის წყლის აღება;
ბ) ამ წყალსარგებლობისას ხორციელდება წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვება.

2. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს სამინისტრო, ხოლო საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე − შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სათანადო ორგანო.

3. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება ელექტრონული ფორმით.

4. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესი და პირობები დგინდება „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესით“, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

5. აღრიცხვას ასევე ექვემდებარება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოსაპოვებელი ჭაბურღილები ტექნიკური რეგლამენტის − „მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესის“ შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2026 წლის  24 ივნისის კანონი №1766 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.
თავი IX
წყალდიდობის რისკის მართვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/34.md
