---
title: "მუხლი 35. წყლის მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ეკონომიკური მექანიზმები — წყლის რესურსების მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/35"
law: "წყლის რესურსების მართვის შესახებ"
article: "35"
identifier: "3423-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-30"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. წყლის მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ეკონომიკური მექანიზმები — წყლის რესურსების მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის რესურსების მართვის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/35

1. წყლის მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ეკონომიკური მექანიზმები ეფუძნება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „ფასიანი ბუნებათსარგებლობის“ პრინციპს.

2. „ფასიანი ბუნებათსარგებლობის“ პრინციპის განხორციელებისთვის, წყალსარგებლობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და წყლის რესურსების სარგებლობის ხარჯები გათვალისწინებული იქნება ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის დადგენისას.

3. სპეციალური წყალსარგებლობის ფორმით ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების შემთხვევაში წყალმოსარგებლე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის იხდის მოსაკრებელს, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის ოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს წყლის რესურსების ეფექტიან გამოყენებას, მდგრად მართვას და, შესაბამისად, გარემოსდაცვითი მიზნების განხორციელებას.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება აგრეთვე ვრცელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე, რომლებსაც აქვთ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან/და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა.
თავი XI
პასუხისმგებლობა წყლის კანონმდებლობის დარღვევისთვის

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/36.md
