---
title: "მუხლი 37. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები — წყლის რესურსების მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/37"
law: "წყლის რესურსების მართვის შესახებ"
article: "37"
identifier: "3423-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-30"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები — წყლის რესურსების მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის რესურსების მართვის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/37

1. საქართველოს მთავრობამ:
ა) 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება:
ა.ა) „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე“;
ა.ბ) „სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“;
ა.გ) „წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესი“;
ა.დ) „პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ“;
ა.ე) ტექნიკური რეგლამენტი „ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები“;
ა.ვ) ტექნიკური რეგლამენტი „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები“;
ა.ზ) ტექნიკური რეგლამენტი − „მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესი“;
ა.თ) „სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის თაობაზე“;
ბ) 2027 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება:
ბ.ა) „წყლის ობიექტების იდენტიფიკაციისა და საზღვრების დადგენის წესი“;
ბ.ბ) ტექნიკური რეგლამენტი „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ“;
ბ.გ) ტექნიკური რეგლამენტი „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“;
ბ.დ) „სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მის ფარგლებში საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“;
ბ.ე) „ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“;
ბ.ვ) „ზედაპირული წყლის ობიექტებზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“.

2. მინისტრმა:
ა) 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესის“ დამტკიცება;
ბ) 2027 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს:
ბ.ა) „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის მდგომარეობის ანგარიშის შინაარსის შესახებ“ ბრძანების გამოცემა;
ბ.ბ) წყლის რესურსების მართვის სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი მეთოდოლოგიების დამტკიცება;
ბ.გ) ზედაპირულ წყლებზე ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მყოფი ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატებისადმი მოწყვლადი ზონების განსაზღვრა;
ბ.დ) ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონებისთვის კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის წესების განსაზღვრა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება;
ბ.ე) მიწისქვეშა წყლებზე ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მოქცეული ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატებისადმი მოწყვლადი ზონების განსაზღვრა;
ბ.ვ) ურბანული ჩამდინარე წყლებით ზემოქმედების რისკის ქვეშ მოქცეული სენსიტიური არეალებისა და აგლომერაციების იდენტიფიცირება.

3. 2027 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ქალაქებისა და სოფლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების აღწერა;
ბ) კომპლექსური ღონისძიებების შემუშავება ქალაქებისა და სოფლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საკანალიზაციო ჩამდინარე წყლებით წყლის რესურსების დაბინძურებისგან დასაცავად.

4. სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა უწყებებმა 2026 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ ამ კანონით მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებლად შესასრულებლად საჭირო სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაქმნელად ან/და მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად შესაბამისი კონკურსების გამოსაცხადებლად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება.

5. „წყლის შესახებ“ 1997 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ.

123) საფუძველზე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას მათ ძალადაკარგულად გამოცხადებამდე ან ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №485 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.
საქართველოს 2026 წლის  24 ივნისის კანონი №1766 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/2 – ვებგვერდი, 16.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/38.md
