---
title: "მუხლი 38. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი პირების მიერ სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის აღებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი — წყლის რესურსების მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/38"
law: "წყლის რესურსების მართვის შესახებ"
article: "38"
identifier: "3423-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-30"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი პირების მიერ სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის აღებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი — წყლის რესურსების მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის რესურსების მართვის შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/38

1. პირი, რომელზედაც ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალურ წყალსარგებლობაზე სანებართვო რეჟიმის ამოქმედებამდე გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, სპეციალურ წყალსარგებლობას ახორციელებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესაბამისად. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, როდესაც იცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და საჭიროა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება ისე, რომ არ ხდებოდეს ექსპლუატაციის პირობის ცვლილება, საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა უნდა აიღოს ამ კანონით დადგენილი წესით. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შემთხვევაში ეს ცვლილება უნდა განხორციელდეს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 7
1
მუხლით დადგენილი წესით.

2. თუ საქმიანობის განმახორციელებელ პირს ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს ექსპლუატაციის პირობის ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლით განსაზღვრული საქმიანობის სკრინინგის პროცედურის ფარგლებში ან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-5 მუხლის 12
1
ნაწილის გამოყენების შემთხვევაში  უფლებამოსილ ორგანოს იმავე კოდექსის 7
1
მუხლით გათვალისწინებულ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ამ კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია. წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-20 მუხლითა და შესაბამისი გადაწყვეტილებით.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №797 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/39.md
