---
title: "მუხლი 39. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების შეთანხმებულ ტექნიკურ პირობებთან და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების განმახორციელებელ პირთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება — წყლის რესურსების მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/39"
law: "წყლის რესურსების მართვის შესახებ"
article: "39"
identifier: "3423-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-30"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების შეთანხმებულ ტექნიკურ პირობებთან და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების განმახორციელებელ პირთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება — წყლის რესურსების მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის რესურსების მართვის შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/39

1. პირი, რომელსაც „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, შეთანხმებული აქვს ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობები და წყალსარგებლობას ახორციელებს შეთანხმებული ტექნიკური პირობებით დადგენილი წესით, ამ კანონით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა არ სჭირდება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების შეთანხმების ვადის ამოწურვამდე.

2. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების შეთანხმებული ტექნიკური პირობების ცვლილების შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა აიღოს სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, ამ კანონით დადგენილი წესით.

3. პირი, რომლის საქმიანობაც არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და რომელიც ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვებას ახორციელებს, ვალდებულია შესაბამისი სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა აიღოს 2028 წლის 1 მარტამდე.
საქართველოს 2026 წლის  24 ივნისის კანონი №1766 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/40.md
