---
title: "მუხლი 40. სამელიორაციო დამშრობი სისტემების მომსახურე სუბიექტების და ცენტრალიზებული წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების მიერ ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვის აღებასთან დაკავშირებული გარდამავა — წყლის რესურსების მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/40"
law: "წყლის რესურსების მართვის შესახებ"
article: "40"
identifier: "3423-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-30"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. სამელიორაციო დამშრობი სისტემების მომსახურე სუბიექტების და ცენტრალიზებული წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების მიერ ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვის აღებასთან დაკავშირებული გარდამავა — წყლის რესურსების მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის რესურსების მართვის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/40

1. სამელიორაციო დამშრობი სისტემებით ზედაპირული წყლის ობიექტებში წყალჩაშვებისთვის ნაგებობების ან/და ტექნიკური საშუალებების მოწყობის საჭიროება განისაზღვრება საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს/პირების მიერ, სამელიორაციო დამშრობი სისტემის მფლობელის მიერ წარმოდგენილი ლაბორატორიული ანალიზების შედეგების საფუძველზე მომზადებული დასკვნით.

2. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა) მოქმედება არსებულ, ცენტრალიზებული წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემებზე გავრცელდეს 2028 წლის 1 იანვრიდან.
თავი XIII
დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/41.md
