---
title: "მუხლი 7. საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდი — წყლის რესურსების მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/7"
law: "წყლის რესურსების მართვის შესახებ"
article: "7"
identifier: "3423-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-30"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდი — წყლის რესურსების მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის რესურსების მართვის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/7

1. საქართველოს წყლის ობიექტები, მათი მიწის ზედაპირზე და წიაღში განლაგების ნიშნით, რესურსების ფორმირებისა და გამოყენების თავისებურებათა მიხედვით, იყოფა ზედაპირულ წყლებად და მიწისქვეშა წყლად.

2. ზედაპირულ წყლებს მიეკუთვნება ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი ყველა წყლის ობიექტის წყლები, გარდა იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწისქვეშა წყლისა.

3. საქართველოს წყლის ყველა ობიექტში არსებული წყლის ერთობლიობა ქმნის საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს.

4. საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, წყლის სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ობიექტები, აგრეთვე არხებისა და ტბორების წყლები;
ბ) მიწისქვეშა წყალი;
გ) მყინვარები და თოვლის მუდმივი საფარი;
დ) ჭაობები;
ე) საქართველოს ტერიტორიული წყლები;
ვ) განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები;
ზ) გარდამავალი წყლები და სანაპირო წყლები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/8.md
