---
title: "მუხლი 9. წყლის ობიექტის იდენტიფიკაცია, საზღვრების დადგენა და გამიჯვნა — წყლის რესურსების მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/9"
law: "წყლის რესურსების მართვის შესახებ"
article: "9"
identifier: "3423-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-30"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. წყლის ობიექტის იდენტიფიკაცია, საზღვრების დადგენა და გამიჯვნა — წყლის რესურსების მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყლის რესურსების მართვის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/9

1. წყლის ობიექტი წარმოადგენს წყლის რესურსების მართვის საბაზო ერთეულს, რომლის იდენტიფიკაციასა და საზღვრების დადგენას, აგრეთვე მდინარის აუზის/სააუზო უბნის მახასიათებელთა ანალიზს ახორციელებს სამინისტრო.

2. წყლის ობიექტის იდენტიფიკაციის ძირითად მახასიათებლებს წარმოადგენს გეოგრაფიული აღწერილობა, ჰიდროლოგიური პარამეტრები, ეკოლოგიური სტატუსი, წყალსარგებლობა.

3. წყლის ობიექტის იდენტიფიკაციადა საზღვრების დადგენა ხორციელდება „წყლის ობიექტების იდენტიფიკაციისა და საზღვრების დადგენის წესით“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5846594-wqlis-resursebis-martvis-shesakheb/10.md
