---
title: "მუხლი 106. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის უფლება-მოვალეობები — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/106"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "106"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 106. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის უფლება-მოვალეობები — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 106 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/106

1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევისას უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის, სარეზერვო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების ან სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების, სარეზერვო სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ.

2. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გასავლელად გამოძახებული პირი ვალდებულია:
ა) შეტყობინების მიღებისას მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდეს შემკრებ პუნქტში;
ბ) შემკრებ პუნქტში გამოცხადების შემდეგ შეასრულოს უფლებამოსილი პირის მითითებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/105.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/107.md
