---
title: "მუხლი 110. პასუხისმგებლობა სარეზერვო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისთვის — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/110"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "110"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 110. პასუხისმგებლობა სარეზერვო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისთვის — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 110 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/110

სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს, რომელიც გამოძახების შესახებ შეტყობინების მიღებისას მასში მითითებულ ვადაში საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოცხადდება სარეზერვო სამხედრო სამსახურში ან სხვაგვარად აარიდებს თავს მას, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საპატიო მიზეზად შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე მიიჩნევა აღნიშნული პირის (რეზერვისტის) ავადმყოფობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლას, ან ამ პირის ახლო ნათესავის (პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მეუღლე, გერი) გარდაცვალება, ან სტიქიური მოვლენით გამოწვეული ან სხვა დაუძლეველი გარემოება.
თავი X
სამხედრო განათლება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/109.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/111.md
