---
title: "მუხლი 115. სამხედრო სასწავლებელი — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/115"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "115"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 115. სამხედრო სასწავლებელი — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 115 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/115

1. სამხედრო სასწავლებლის წესდებით შეიძლება განისაზღვროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მართვის ორგანოები, აგრეთვე უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და სამხედრო სასწავლებლის მეთაურის თანამდებობის დაკავების წესები და პირობები.

2. სამხედრო სასწავლებლის პერსონალი შეიძლება დაკომპლექტდეს როგორც სამხედრო მოსამსახურეებით, ისე სპეციალური წოდების მქონე პირებითა და სამოქალაქო პირებით. სამხედრო მოსამსახურესა და სპეციალური წოდების მქონე პირს ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში გამოიყენება სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.

3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სამხედრო სასწავლებელში სამხედრო მოსამსახურესა და სპეციალური წოდების მქონე პირს შეიძლება დაუწესდეთ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1138 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/114.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/116.md
