---
title: "მუხლი 117. პირის სამხედრო სასწავლებელში ან სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხვის წესი — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/117"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "117"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 117. პირის სამხედრო სასწავლებელში ან სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხვის წესი — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 117 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/117

1. აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე გადის უწყებრივი შერჩევის ეტაპს, რომლის პროცედურებსაც განსაზღვრავს სამხედრო სასწავლებელი.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გარდა, პირის სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვის წინაპირობაა მის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული კონტრაქტის ხელმოწერის ვალდებულება.

3. პირის სამხედრო სასწავლებელში, აგრეთვე სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხვის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.

4. სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით შეიძლება გახდეს 17 წლის პირი.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1138 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/116.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/118.md
