---
title: "მუხლი 12. თავდაცვის ძალების სამხედრო მართვის დონეები — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/12"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "12"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. თავდაცვის ძალების სამხედრო მართვის დონეები — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 12 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/12

1. თავდაცვის ძალების სამხედრო მართვის დონეებია:
ა) სტრატეგიული დონე;
ბ) ოპერატიული დონე;
გ) ტაქტიკური დონე.

2. სტრატეგიული დონე არის სამხედრო სტრატეგიული მიზნის დასახვა, მისი მიღწევის გზების განსაზღვრა და შესაბამისი რესურსების უზრუნველყოფა, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარება, მათი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა და პოლიტიკური გადაწყვეტილების სამხედრო ამოცანად გარდაქმნა.

3. ოპერატიული დონე არის სამხედრო სტრატეგიული ამოცანის შესრულებისთვის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად ღონისძიებისა და სამხედრო ოპერაციის დაგეგმვა, მათი განხორციელების მონიტორინგი და კონტროლი და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებისთვის საჭირო მოთხოვნების განსაზღვრა.

4. ტაქტიკური დონე არის ოპერატიულ დონეზე განსაზღვრული დავალებების შესრულება.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/13.md
