---
title: "მუხლი 121. საერთაშორისო სწავლების ჩატარების ორგანიზაციული საკითხები — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/121"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "121"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 121. საერთაშორისო სწავლების ჩატარების ორგანიზაციული საკითხები — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 121 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/121

საერთაშორისო სწავლების საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებისა და უცხო ქვეყანაში ჩატარებულ საერთაშორისო სწავლებაში შესაბამისი სუბიექტის მონაწილეობის ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება:
ა) მინისტრის მიერ;
ბ) მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, თუ საერთაშორისო სწავლებაში სამინისტროსთან ან/და სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ერთად ერთი ან ერთზე მეტი სხვა ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/120.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/122.md
