---
title: "მუხლი 122. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის სამართლებრივი სტატუსი და დაქვემდებარება — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/122"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "122"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 122. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის სამართლებრივი სტატუსი და დაქვემდებარება — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 122 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/122

1. უცხო ქვეყანაში ჩატარებულ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტზე, აგრეთვე საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე უცხო ქვეყნის პერსონალზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის დაქვემდებარების, მართვისა და კონტროლის საკითხები წესრიგდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, მხარდამჭერი დოკუმენტით ან/და ამ კოდექსის 119-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან/და 121-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/121.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/123.md
