---
title: "მუხლი 124. საერთაშორისო სწავლების ჩატარებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/124"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "124"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 124. საერთაშორისო სწავლების ჩატარებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 124 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/124

1. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხვა პირისთვის მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებელია ის სახელმწიფო უწყება, რომელშიც დასაქმებულია აღნიშნული მოსამსახურე.
თავი XII
სამშვიდობო ოპერაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/123.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/125.md
