---
title: "მუხლი 125. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის საფუძვლები — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/125"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "125"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 125. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის საფუძვლები — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 125 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/125

1. საქართველო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და ამ კოდექსის შესაბამისად.

2. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შეიძლება გაფორმდეს მხარდამჭერი დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის ამ სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური, სამედიცინო, ფინანსური და სხვა საკითხები.

3. საქართველო ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დამოუკიდებლად განსაზღვრავს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მიზანშეწონილობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/124.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/126.md
