---
title: "მუხლი 128. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის სამართლებრივი სტატუსი და დაქვემდებარება — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/128"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "128"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 128. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის სამართლებრივი სტატუსი და დაქვემდებარება — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 128 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/128

1. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული დაქვემდებარების, მართვისა და კონტროლის საკითხები წესრიგდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, მხარდამჭერი დოკუმენტით ან/და მინისტრის სამართლებრივი აქტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/127.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/129.md
