---
title: "მუხლი 131. სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/131"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "131"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 131. სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 131 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/131

1. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხვა პირისთვის მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებელია ის სახელმწიფო უწყება, რომელშიც დასაქმებულია აღნიშნული მოსამსახურე.
თავი XIII
წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/130.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/132.md
