---
title: "მუხლი 134. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ ნორმების მოქმედება დროში — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/134"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "134"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 134. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ ნორმების მოქმედება დროში — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 134 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/134

1. სამხედრო მოსამსახურე წახალისდება ან დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ მისი ქმედება ჩადენის დროს არის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი.

2. ქმედების ჩადენის დროდ ითვლება მისი ჩადენის თარიღი. ამ ქმედების შედეგის დადგომის მომენტს მნიშვნელობა არ აქვს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/133.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/135.md
