---
title: "მუხლი 141. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/141"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "141"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 141. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 141 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/141

1. სამხედრო მოსამსახურეს დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება ვადამდე მოეხსნას, თუ იგი მისი მოქმედების ვადაში წახალისდება.

2. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნას უზრუნველყოფს მისი დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი.

3. დისციპლინური პასუხისმგებლობა იხსნება მისი მოქმედების ვადის გასვლით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/140.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/142.md
