---
title: "მუხლი 142. დისციპლინური საქმის განხილვა — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/142"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "142"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 142. დისციპლინური საქმის განხილვა — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 142 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/142

1. დისციპლინური საქმე განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც გამოთქმულია ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, ვალდებულია ხელი შეუწყოს დისციპლინური საქმის განხილვას. აღნიშნული ვალდებულება არ მოიცავს აღიარებისა და საკუთარი თავის საწინააღმდეგო ახსნა-განმარტების მიცემის ვალდებულებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/141.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/143.md
