---
title: "მუხლი 145. სადისციპლინო საბჭო — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/145"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "145"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 145. სადისციპლინო საბჭო — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 145 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/145

1. სადისციპლინო საბჭო, რომელიც დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანოა, განიხილავს:
ა) სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად;
ბ) სამხედრო მოსამსახურის განცხადებას საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში მისთვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის (გარდა სამსახურიდან გათავისუფლებისა) კანონიერების შესწავლის თაობაზე (დისციპლინური პასუხისმგებლობის გადასინჯვა).

2. სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილია:
ა) განიხილოს დისციპლინური საქმე ან/და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის გარემოებათა დამატებით გამოსაკვლევად;
ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირს წარუდგინოს რეკომენდაცია სამხედრო მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია ამ კოდექსის 147-ე მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

3. სადისციპლინო საბჭოების რაოდენობა, ტერიტორიული განსჯადობა და შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/144.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/146.md
