---
title: "მუხლი 146. დისციპლინური პასუხისმგებლობის გადასინჯვა — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/146"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "146"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 146. დისციპლინური პასუხისმგებლობის გადასინჯვა — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 146 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/146

1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, მინისტრს წარუდგინოს განცხადება მისთვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის (გარდა სამსახურიდან გათავისუფლებისა) კანონიერების შესწავლის თაობაზე.

2. სამხედრო მოსამსახურემ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა წარადგინოს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ჩერდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან ამ განცხადების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/145.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/147.md
