---
title: "მუხლი 147. სამხედრო მოსამსახურის განცხადების განხილვა — თავდაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/147"
law: "თავდაცვის კოდექსი"
article: "147"
identifier: "3500-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2026-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 147. სამხედრო მოსამსახურის განცხადების განხილვა — თავდაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავდაცვის კოდექსი, მუხლი 147 (consolidated as of 2026-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/147

მინისტრი უფლებამოსილია:
ა) სრულად დააკმაყოფილოს სამხედრო მოსამსახურის განცხადება და ძალადაკარგულად ცნოს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს სამხედრო მოსამსახურის განცხადება და ძალადაკარგულად ცნოს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილი;
გ) არ დააკმაყოფილოს სამხედრო მოსამსახურის განცხადება და ძალაში დატოვოს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
დ) გასცეს წერილობითი მითითება (დავალება) დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/146.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5916285-tavdatsvis-kodeksi/148.md
